- კომბიძრავის ინსტრუმენტები
- აკუმულატორები
- აკუმულატორის დამტენები
- საპოხები/ლუბრიკანტები/საწმენდები
- ზეთები
- ჯაჭვის სალესი ქლიბები
- სალესები
- ბალახის საჭრელი დანები
- ბალახის საჭრელი ძუები
- ბალახის საჭრელი ძუის ბაბინები
- თავის დამცავი ჩაფხუტები
- ყურის დამცავები
- სამუშაო ხელთათმანები
- სათვალეები
- ხის მოსანიშნი ცარცები
- ხის ტენიანობის საზომები
- დამაგრძელებელი ტარები
ბალახის საჭრელი ტრაქტორი STIHL RT 5097
12950.00 ₾
STIHL RT 5097 იდეალურია 6000 მ²-მდე გაზონებისთვის, უზრუნველყოფს მართვის კომფორტის მაღალ ხარისხსა და ზუსტი ჭრის უნარს. კარგად გააზრებული ტექნოლოგიის წყალობით ეზოსა და ბაღების სამუშაოების შესრულება მარტივი და კომფორტული ხდება, ტრაქტორი აღჭურვილია ზამბარიანი სავარძლით, რათა ადვილად მოერგოს მძღოლის სასურველ პოზიციას. სიმაღლის რეგულირების 8 პოზიციითა და ფართო 95 სმ-იანი საჭრელი სიგანით მოჭრილი ბალახი გროვდება 250 ლიტრიანი ტევადობის ბალახის დამჭერ ყუთში, რომელსაც აქვს “დამფერის” სტილის დიზაინი, რაც აადვილებს მოგროვებული ბალახის მთლიან დაცლას ბერკეტის ჩაწევით.
| წონა | 228 კგ |
|---|---|
| ბრენდი | STIHL – შტილი (გერმანია) |
| ჭრის ფართობი | 6000 მ² |
| ტრაქტორი იქოქება | გასაღებით |
| ძრავი | STIHL EVC 4000 |
| ძრავის ტიპი | 4 ტაქტიანი |
| ძრავის სიჩქარე | 2700 rpm |
| ძრავის მოცულობა | 452 სმ³ |
| აკუმულატორი | 12 ვოლტი Lead/Gel |
| საწვავის ავზის მოცულობა | 9 ლიტრი |
| ზეთის ავზის მოცულობა | 1,2 ლიტრი |
| სიმძლავრე | 8,2 კილოვატი / 11,1 ცხ.ძ |
| ტრაქტორის ტრანსმისია | ჰიდროსტატიკური |
| გადაცემათა კოლოფი | წინსვლა / უკანსვლა |
| ჭრის სიმაღლის რეგულირება | 8 პოზიცია |
| ჭრის სიმაღლე | 3 – 10 სმ |
| ჭრის სიგანე | 95 სმ |
| საჭრელი პირების რაოდენობა | 2 ცალი |
| საჭრელი პირების მოძრაობა | ასინქრონული, ორ განყოფილებიანი დაფა |
| ყუთის მოცულობა | 250 ლიტრი |
| ხმაურის დონე | 100 დეციბალი |
| წინა საბურავების ზომა | 15×6.00-6 |
| წინა საბურავების წნევა | 0,8 – 1,0 ბარი |
| უკანა საბურავების ზომა | 18×8.50-8 |
| უკანა საბურავების წნევა | 0,6 – 0,8 ბარი |
| მობრუნების რადიუსი | 1 მეტრი |
| ტრაქტორის გაბარიტები | 242x101x115 სმ (სიგრძეxსიგანეxსიმაღლე) |
აღწერა
- ელექტრომაგნიტური დანის გადაბმულობა (EBC) - საჭრელ პირებს ზემოთ განთავსებული დაფა ადვილად შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს მართვის პანელზე განთავსებული გადამრთველით.
- TURF საბურავები - STIHL ტრაქტორს ეს საბურავები ეხმარება გაზონის დაცვაში. მათი მომრგვალებული საბურავების დიზაინის წყალობით ისინი ამცირებენ ნაკვალევის ფორმირებას გაზონზე.
- ცენტრალური ჭრის სიმაღლის რეგულირება - ჭრის სიმაღლის რეგულირების ბერკეტი მდებარეობს უშუალოდ მძღოლის სავარძლის გვერდით. ის იძლევა ჭრის სიმაღლის ინდივიდუალურ რეგულირებას რვა პოზიციაზე.
- გამძლე კორპუსი - კორპუსის მტკიცე კონსტრუქცია აძლევს ტრაქტორს სტაბილურობისა და მართვის კომფორტის მაღალ დონეს. ეს კომპაქტური დიზაინი შესანიშნავია ისეთი დანამატების გამოსაყენებლად, როგორიცაა AGW 098 ბაღის როლიკი ან PICK 300 დახრილი მისაბმელი.
- ზამბარიანი და რეგულირებადი სავარძელი - სავარძლის ყველაზე კომფორტული პოზიციის დაყენება შესაძლებელია ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ეს საშუალებას აძლევს მძღოლის სავარძლის ინდივიდუალურ რეგულირებას სხეულის თითქმის ნებისმიერ ზომაზე.
- ბალახის დაჭერის მართვის სისტემა - სისტემა მართავს საჭრელ პირებს დაფის მთელ სამუშაო სიგანეზე. ეს ხელს უწყობს ბალახის წარმართვას მოძრავი პირებისკენ უფრო ეფექტური და ხარისხიანი ჭრისთვის.
- ბალახის დამჭერი ყუთი თავისი სახელურით - პოლიმერული ბალახის დამჭერი ყუთის დაცლა ხდება მძღოლის სავარძლიდან მოხრილი ფორმის სახელურის გამოყენებით. „დამფერის“ დიზაინი უზრუნველყოფს ბალახის დამჭერის ყუთის ოპტიმალურ შევსებას და მის სუფთად დაცლას.
დამატებითი ფუნქცია :
- მულჩირება - მულჩის ჩანართის საშუალებით STIHL-ის ტრაქტორი შეიძლება გადაკეთდეს მულჩის სათიბად. უბრალოდ უნდა ამოიღოთ ბალახის დამჭერი ყუთი და ჩასვათ მულჩირების აქსესუარი. ეს საშუალებას აძლევს ბალახს დაქუცმაცდეს ძალიან წვრილ ნაწილაკებად დახურულ კორპუსში, სანამ ისინი ისევ გაზონზე დაიყრება, ეს ნიადაგს დაუბრუნებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვებ ნივთიერებებს და ტენიანობას. განაყოფიერების ამ ბუნებრივი ფორმით, აღარ არის საჭირო ბალახის გადაყრა.
ფუნქციები
- ჭრა და შეგროვება ყუთში
- ჭრა და დაყრა ყუთის მოხსნით
- მულჩირება (საჭიროა დამატებითი აქსესუარი რომელიც არ მოყვება და შეიძლება მისი ცალკე შეძენა)
კომპლექტაცია
- ტრაქტორი STIHL RT 5097
- აკუმულატორი 12 ვოლტი
- დამქოქი გასაღები
- ბალახის შესაგროვებელი ყუთი 250 ლ
- 2 საჭრელი დანა
- პასპორტი/ინსტრუქცია (MANUAL)
- გარანტია
ბალახის საჭრელ ტრაქტორს სამუშაოდ დაჭირდება
- საწვავი (მინიმალური ოქტანობა 90), მაქს. ეთანოლის შემცველობა 10%
- 4 ტაქტიანი ძრავის ზეთი SAE 10W-30, SAE 30. (კატეგორია: SF, SG, SH, SJ)
------------------------------------------------------------------------------
ვიდეო ინსტრუქციები
