ბალახის საჭრელი ტრაქტორი STIHL RT 6112 ZL

STIHL RT 6112 ZL გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების, ჭრის უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაციას. უამრავი პრაქტიკული ფუნქციით და მძლავრი 2-ცილინდრიანი ძრავით STIHL EVC 7000, გაზონის დიდი ფართობის ჭრა გამარტივებულია. RT 6112 ZL-ის მართვის საშუალებები მარტივი გამოსაყენებელი და ადვილად ასათვისებელია. მართვის დროს დამატებითი მოხერხებულობისთვის, კრუიზ კონტროლი შეიძლება მოხერხებულად გააქტიურდეს ღილაკის დაჭერით. აქვს LCD ეკრანი რომელიც ნათლად აჩვენებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. სიმაღლის რეგულირების 8 პოზიციითა და ფართო 110 სმ-იანი საჭრელი სიგანით მოჭრილი ბალახი გროვდება 350 ლიტრიანი ტევადობის ბალახის დამჭერ ყუთში, რომელსაც აქვს “დამფერის” სტილის დიზაინი, რაც აადვილებს მოგროვებული ბალახის მთლიან დაცლას ბერკეტის ჩაწევით. ბალახის დონის რეგულირების ინდიკატორის წყალობით, თქვენ ყოველთვის იცით როდის უნდა დაცალოთ შემგროვებელი ყუთი.

წონა268 კგ
ბრენდიSTIHL – შტილი (გერმანია)
ჭრის ფართობი8000 მ²
ტრაქტორი იქოქებაგასაღებით
ძრავიSTIHL EVC 7000
ძრავის ტიპი4 ტაქტიანი
ძრავის სიჩქარე2700 rpm
ძრავის მოცულობა635 სმ³
აკუმულატორი12 ვოლტი Lead/Gel
საწვავის ავზის მოცულობა9 ლიტრი
ზეთის ავზის მოცულობა1,7 ლიტრი
სიმძლავრე12,2 კილოვატი / 16,6 ცხ.ძ
ტრაქტორის ტრანსმისიაჰიდროსტატიკური
გადაცემათა კოლოფიწინსვლა / უკანსვლა
ჭრის სიმაღლის რეგულირება8 პოზიცია
ჭრის სიმაღლე3 – 11 სმ
ჭრის სიგანე110 სმ
საჭრელი პირების რაოდენობა2 ცალი
საჭრელი პირების მოძრაობასინქრონული, ორ განყოფილებიანი დაფა
ყუთის მოცულობა350 ლიტრი
ხმაურის დონე100 დეციბალი
წინა საბურავების ზომა16×7.50-8
წინა საბურავების წნევა0,8 – 1,0 ბარი
უკანა საბურავების ზომა20×10.00-8
უკანა საბურავების წნევა0,6 – 0,8 ბარი
მობრუნების რადიუსი1 მეტრი
ტრაქტორის გაბარიტები260x117x118 სმ (სიგრძეxსიგანეxსიმაღლე)
აღწერა
  • ელექტრომაგნიტური დანის გადაბმულობა (EBC) - საჭრელ პირებს ზემოთ განთავსებული დაფა ადვილად შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს მართვის პანელზე განთავსებული გადამრთველით.
  • კრუიზ კონტროლის ფუნქცია - ეს ფუნქცია შეიძლება გააქტიურდეს ღილაკის დაჭერით. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად აკონტროლოთ თქვენი STIHL ტრაქტორის სიჩქარე და განაგრძოთ დაუღალავად მუშაობა.
  • LCD მონიტორი - მაღალი კონტრასტული LCD მონიტორის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ნახოთ ტრაქტორის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია; სამუშაო საათები, აკუმულატორის ვოლტაჟი, ბალახის დამჭერი ყუთის შევსების დონე და დაცლის დრო, საწვავის ავზის შევსების დონე, ზეთის წნევის მონიტორინგი, საჭრელი პირების დაფის გააქტიურება.
  • TURF საბურავები - STIHL ტრაქტორს ეს საბურავები ეხმარება გაზონის დაცვაში. მათი მომრგვალებული საბურავების დიზაინის წყალობით ისინი ამცირებენ ნაკვალევის ფორმირებას გაზონზე.
  • სინქრონული საჭრელი პირების დაფა - სინქრონული საჭრელი პირების დაფა უზრუნველყოფს ჭრის თანმიმდევრულ ხარისხს და ბალახის ოპტიმალურ ნაკადს დამჭერ ყუთში. ეს შესაძლებელი ხდება პირების სინქრონიზებული როტაციით, რომლებიც კომპენსირებულია 90°-ით.
  • ცენტრალური ჭრის სიმაღლის რეგულირება - ჭრის სიმაღლის რეგულირების ბერკეტი მდებარეობს უშუალოდ მძღოლის სავარძლის გვერდით. ის იძლევა ჭრის სიმაღლის ინდივიდუალურ რეგულირებას რვა პოზიციაზე.
  • გამძლე კორპუსი - კორპუსის მტკიცე კონსტრუქცია აძლევს ტრაქტორს სტაბილურობისა და მართვის კომფორტის მაღალ დონეს. ეს კომპაქტური დიზაინი შესანიშნავია ისეთი დანამატების გამოსაყენებლად, როგორიცაა AGW 098 ბაღის როლიკი ან PICK 300 დახრილი მისაბმელი.
  • ზამბარიანი და რეგულირებადი სავარძელი - სავარძლის ყველაზე კომფორტული პოზიციის დაყენება შესაძლებელია ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ეს საშუალებას აძლევს მძღოლის სავარძლის ინდივიდუალურ რეგულირებას სხეულის თითქმის ნებისმიერ ზომაზე.
  • ბალახის დაჭერის მართვის სისტემა - სისტემა მართავს საჭრელ პირებს დაფის მთელ სამუშაო სიგანეზე. ეს ხელს უწყობს ბალახის წარმართვას მოძრავი პირებისკენ უფრო ეფექტური და ხარისხიანი ჭრისთვის.
  • ბალახის დამჭერი ყუთი თავისი სახელურით - პოლიმერული ბალახის დამჭერი ყუთის დაცლა ხდება მძღოლის სავარძლიდან მოხრილი ფორმის სახელურის გამოყენებით. „დამფერის“ დიზაინი უზრუნველყოფს ბალახის დამჭერის ყუთის ოპტიმალურ შევსებას და მის სუფთად დაცლას.

დამატებითი ფუნქცია : 

  • მულჩირება - მულჩის ჩანართის საშუალებით STIHL-ის ტრაქტორი შეიძლება გადაკეთდეს მულჩის სათიბად. უბრალოდ უნდა ამოიღოთ ბალახის დამჭერი ყუთი და ჩასვათ მულჩირების აქსესუარი. ეს საშუალებას აძლევს ბალახს დაქუცმაცდეს ძალიან წვრილ ნაწილაკებად დახურულ კორპუსში, სანამ ისინი ისევ გაზონზე დაიყრება, ეს ნიადაგს დაუბრუნებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვებ ნივთიერებებს და ტენიანობას. განაყოფიერების ამ ბუნებრივი ფორმით, აღარ არის საჭირო ბალახის გადაყრა.

ფუნქციები

  • ჭრა და შეგროვება ყუთში
  • ჭრა და დაყრა ყუთის მოხსნით
  • მულჩირება (საჭიროა დამატებითი აქსესუარი რომელიც არ მოყვება და შეიძლება მისი ცალკე შეძენა)

კომპლექტაცია

  • ტრაქტორი STIHL RT 6112 ZL
  • აკუმულატორი 12 ვოლტი
  • დამქოქი გასაღები
  • ბალახის შესაგროვებელი ყუთი 350 ლ
  • 2 საჭრელი დანა
  • პასპორტი/ინსტრუქცია (MANUAL)
  • გარანტია

ბალახის საჭრელ ტრაქტორს სამუშაოდ დაჭირდება

  • საწვავი (მინიმალური ოქტანობა 90), მაქს. ეთანოლის შემცველობა 10%
  • 4 ტაქტიანი ძრავის ზეთი SAE 10W-30, SAE 30. (კატეგორია: SF, SG, SH, SJ)

------------------------------------------------------------------------------

ვიდეო ინსტრუქციები