ბენზო აბრაზიული საჭრელი STIHL TS 910.0i

5449.00 

STIHL TS 910i ბენზო აბრაზიული საჭრელი აპარატი არის მძლავრი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის სამოქალაქო ინჟინერიაში, გზების მშენებლობასა და მებაღეობა-ლანდშაფტის რთულ სამუშაოებში. მისი STIHL 2-MIX ძრავი უზრუნველყოფს მაღალ მბრუნავ მომენტს (თორქს) და საწვავის ეფექტურ მოხმარებას, რაც შემცირებული გამონაბოლქვით უმაღლესი წარმადობის გარანტიას იძლევა.

წონა17.10 კგ
მხოლოდ ინსტრუმენტის წონა12.9 კგ
ბრენდიSTIHL – შტილი (გერმანია)
ძრავის მოცულობა102,1 სმ³
სიმძლავრე6,2 კილოვატი / 8,5 ცხ. ძ.
საწვავის ავზის მოცულობა1,25 ლიტრი
ხმაურის დონე120 დეციბალი
დისკის მაქს. დიამეტრი400 მმ
დისკის მაქს. სისქე4,5 მმ
დისკის შიდა დიამეტრი20 მმ
მაქს. ჭრის სიღრმე145 მმ
აღწერა
  • STIHL ელექტრონული ინჟექტორი: მართვის ელექტრონული ბლოკი უწყვეტად ითვლის საწვავის ოპტიმალურ რაოდენობასა და ანთების დროს. ეს უზრუნველყოფს მაღალ სიმძლავრეს, ძრავის მარტივ და სწრაფ დაქოქვას (ჩოკის/ჰაერის დახურვის გარეშე), მაღალ ბრუნვის მომენტს და საწვავის ეკონომიურობას (დაახლოებით 30%-ით ნაკლები საწვავის მოხმარება TS 800 მოდელთან შედარებით).
  • STIHL 2-MIX ძრავი: ეკონომიური და მცირე გამონაბოლქვის მქონე 2-ტაქტიანი ძრავი, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ეკოლოგიურ სტანდარტს (Stage V).
  • ჰაერის ფილტრაციის სისტემა: ციკლონური ჰაერის ნაკადი წინასწარ აცილებს მტვრის ნაწილაკების 80%-მდე, სანამ ჰაერი ფილტრში მოხვდება. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ფილტრის მუშაობის რესურსს და ამცირებს ტექნიკური მომსახურების სიხშირეს.
  • ვიბრაციის საწინააღმდეგო სისტემა: სპეციალური ზამბარები და ბუფერები ამცირებენ ძრავიდან სახელურზე გადაცემულ ვიბრაციას, რაც იცავს ოპერატორის სახსრებსა და კუნთებს და ამცირებს დაღლილობას.
  • ღვედის ნახევრად ავტომატური დაჭიმვა: გადამცემი ღვედის მარტივი დაჭიმვა ზრდის როგორც თავად ღვედის, ასევე საკისრების (ბერინგების) ექსპლუატაციის ვადას.
  • მაგნიუმის დამცავი ფარი და წყლის მიწოდება: მსუბუქი და გამძლე მაგნიუმის შენადნობის დამცავი ფარი ინტეგრირებული წყლის არხით უზრუნველყოფს მტვრის ეფექტურ შეკავებას (სველ ჭრას) და დისკის გაგრილებას.
  • დეკომპრესიული სარქველი: დაქოქვისას ცილინდრიდან ჰაერ-საწვავის ნარევის ნაწილობრივი გამოშვებით ამცირებს დასაჭიმ ბაგირზე საჭირო ძალისხმევას.
  • ერგონომიული სახელური და ურიკის თავსებადობა: სახელური უზრუნველყოფს ზუსტ მართვას ჭრისას. ხანგრძლივი და პირდაპირი ჭრებისთვის (მაგ. ასფალტზე) შესაძლებელია STIHL FW 20 სპეციალურ ურიკასთან (Cart) გამოყენება.

კომპლექტაცია

  • ბენზო აბრაზიული საჭრელი TS 910.0i
  • საჭრელი დისკი 400 მმ
  • სამაგრი/მოსახსნელი ქანჩი
  • პასპორტი/ინსტრუქცია (MANUAL)
  • გარანტია

ბენზო აბრაზიულ საჭრელს სამუშაოდ დაჭირდება

  • საწვავი (მინიმალური ოქტანობა 90) პრემიუმი <91 - 94>
  • ორტაქტიანი საწვავში გასარევი ძრავის ზეთი STIHL HP 2-Stroke Engine Oil
  • წყლის რეზერვუარი სველი ჭრისთვის

------------------------------------------------------------------------------

ვიდეო ინსტრუქციები