აკუმულატორული ცელი STIHL FSA 30

449.00 

STIHL FSA 30 არის მსუბუქი აკუმულატორული ცელი, რომელიც განკუთვნილია ბაღის ეფექტური მოვლისთვის, გაზონის კიდეების ზუსტი გასხლვისა და ხეების, ბუჩქების, კედლებისა თუ კიბეების გარშემო მცენარეულობის გასაწმენდად.

წონა3.9 კგ
მხოლოდ ინსტრუმენტის წონა2.1 კგ
ბრენდიSTIHL – შტილი (გერმანია)
აკუმულატორიAS2 ლითიუმ-იონი 10,8 ვოლტი
სიმძლავრე0,18 კილოვატი / 0,24 ცხ. ძ.
აკუმულატორის მუშაობა19 წუთი
აკუმულატორის დატენვის დროALS 31 – 55 წუთი (80%) – 70 წუთი (100%)
მუშაობსპლასტმასის დანაზე / ძუაზე ⌀ 1,6/2,0 მმ
ხმაურის დონე89 დეციბალი
აღწერა
  • 2-1-ში ფუნქციონალი: საჭრელი თავაკი ბრუნდება 90°-ით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად გადავიდეთ ბალახის გათიბვიდან გაზონის კიდეების (კანტების) ვერტიკალურ ჭრაზე.

  • ტელესკოპური ტარი: ტარის სიგრძე რეგულირდება ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლის სიმაღლის შესაბამისად.

  • რეგულირებადი სახელური და თავაკი: დამხმარე სახელურის დახრის კუთხე და საჭრელი თავაკის პოზიცია იცვლება ინსტრუმენტების გარეშე, რაც ამსუბუქებს მუშაობას დაბრკოლებების (სკამები, ბუჩქები) ქვეშ.

  • PolyCut და AutoCut თავაკები: მოყვება PolyCut 3-2 პლასტმასის დანები, რომელთა სათადარიგო პირებიც (6 ცალამდე) ინახება უშუალოდ ინსტრუმენტის კორპუსზე. ასევე თავსებადია AutoCut C 3-2 ძუის თავაკთან.
  • მცველი კავში (Spacer Bracket): დამცავი რკალი იცავს ხეებს, ბუჩქებსა და ყვავილნარს დაზიანებისგან.

  • LED ინდიკატორი: კორპუსზე განთავსებული შუქდიოდები აჩვენებს ელემენტის დარჩენილ მუხტს.

  • კომპაქტური შენახვა: სახელურზე აქვს სპეციალური საკიდი კედელზე ჩამოსაკიდებლად.

კომპლექტაცია

  • აკუმულატორული ცელი FSA 30
  • პლასტმასის საჭრელი დანები (2+6 სათადარიგო) თავისი ბაბინით Polycut 3-2
  • აკუმულატორი AS2
  • აკუმულატორის დამტენი ALS 31
  • დეფლექტორი
  • დამცავი სათვალე
  • პასპორტი/ინსტრუქცია (MANUAL)
  • გარანტია

------------------------------------------------------------------------------

აკუმულატორულ ცელს შესაძლებელია დაუყენდეს შემდეგი სახის პლასტმასის დანის პირები

  • Polycut 3-2 (კომპლექტაცია)

აკუმულატორულ ცელს შესაძლებელია დაუყენდეს შემდეგი სახის ბაბინები

  • Autocut C3-2 / 1,6 მმ
  • Autocut C3-2 / 2,0 მმ

ვიდეო ინსტრუქციები