- კომბიძრავის ინსტრუმენტები
- აკუმულატორები
- აკუმულატორის დამტენები
- საპოხები/ლუბრიკანტები/საწმენდები
- ზეთები
- ჯაჭვის სალესი ქლიბები
- სალესები
- ბალახის საჭრელი დანები
- ბალახის საჭრელი ძუები
- ბალახის საჭრელი ძუის ბაბინები
- თავის დამცავი ჩაფხუტები
- ყურის დამცავები
- სამუშაო ხელთათმანები
- სათვალეები
- ხის მოსანიშნი ცარცები
- ხის ტენიანობის საზომები
- დამაგრძელებელი ტარები
ბალახის საჭრელი აკუმულატორული მანქანა STIHL RMA 443
STIHL RMA 443 ბატარიაზე მომუშავე ბალახის საჭრელი მანქანა საშუალო და დიდი ბაღებისთვის. ჩუმი, უკაბელო მუშაობა და მსუბუქი დიზაინი ამ უსადენო მანქანას მარტივად გამოსაყენებელს ხდის, ხოლო მაღალი ხარისხის 36 ვოლტიანი ელემენტები და ეკო რეჟიმი უზრუნველყოფს მუშაობის მაღალ ეფექტურობას.
| წონა | 24.15 კგ |
|---|---|
| ბრენდი | STIHL – შტილი (გერმანია) |
| მანქანის სვლა | არათვითმავალი |
| ჭრის ფართობი | 360 მ² |
| სიმძლავრე | 1,2 კილოვატი / 1,6 ცხ. ძ. |
| ჭრის სიმაღლე | 2,5 – 7,5 სმ |
| საჭრელი დანის სიგანე | 41 სმ |
| ყუთის მოცულობა | 55 ლიტრი |
| ხმაურის დონე | 90 დეციბალი |
არტიკული:
6338-200-0076
კატეგორია: ბალახის საჭრელი აკუმულატორული მანქანები, ბალახის საჭრელი მანქანები, ეზო და ბაღი
ჭდე: ბალახის საჭრელი აკუმულატორული მანქანა
აღწერა
- ეკო რეჟიმი Eco Mode - მოწყობილობას აქვს ავტომატური ეკო-რეჟიმი. ის თავად ხვდება, რამდენად მაღალი ან სქელია ბალახი და ამის მიხედვით არეგულირებს დანის ბრუნვის სიჩქარეს. ეს მნიშვნელოვნად ზოგავს ბატარეის ენერგიას და გიხანგრძლივებთ მუშაობის დროს.
- ოპტიმიზებული დანა - საჭრელი დანა სპეციალური აეროდინამიკური ფორმისაა. ის ჭრის ბალახს მინიმალური წინააღმდეგობით, რაც კიდევ უფრო ზოგავს აკუმულატორის რესურსს.
- მსუბუქი და გამძლე კორპუსი - დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიმერისგან, რომელიც მდგრადია დარტყმების, ნაკაწრებისა და ულტრაიისფერი (მზის) სხივების მიმართ. ამავდროულად, აპარატი არის საკმაოდ მსუბუქი და ადვილი სამართავი.
- ბალახის შემგროვებელი კონტეინერი - მოყვება 55-ლიტრიანი კონტეინერი, რომელსაც აქვს სპეციალური ინდიკატორი (გეტყვით, როდის გაივსება). მისი კონსტრუქცია ისეა მოფიქრებული, რომ მარტივად გაიხსნას და დაიცალოს.
- ცენტრალური ჭრის სიმაღლის რეგულირება - ბალახის ჭრის სიმაღლის შეცვლა შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ერთი ცენტრალური სახელურის გადაწევით (რამდენიმე დონეზე).
- ადვილად მოსავლელი და შესანახი - სახელური მარტივად იკეცება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზონის საკრეჭი ავტოფარეხში ან სათავსოში ძალიან ცოტა ადგილს დაიკავებს. ასევე მოსახერხებელია მანქანით გადასატანად.
მნიშვნელოვანი დეტალი: RMA 443 - ს აქვს ბატარეის ორი სლოტი. ერთი არის მუშა (აქტიური), ხოლო მეორე — სათადარიგო ბატარეის შესანახად. როცა პირველი დაიცლება, შეგიძლიათ იქვე სწრაფად გადაანაცვლოთ მეორე ბატარეა და გააგრძელოთ მუშაობა.
ფუნქციები
- ჭრა და შეგროვება ყუთში
- ჭრა და დაყრა ყუთის მოხსნით
კომპლექტაცია
- ბალახის საჭრელი აკუმულატორული მანქანა RMA 443
- არ მოყვება აკუმულატორი, არ მოყვება აკუმულატორის დამტენი
- ჩამრთველი გასაღები
- ბალახის შესაგროვებელი ყუთი
- საჭრელი დანა
- პასპორტი/ინსტრუქცია (MANUAL)
- გარანტია
------------------------------------------------------------------------------
ბალახის საჭრელ აკუმულატორულ მანქანას შესაძლებელია დაუყენდეს შემდეგი სახის აკუმულატორები
- AK 10 - სამუშაო ფართობი 115 მ²
- AK 20 - სამუშაო ფართობი 230 მ²
- AK 30 S - სამუშაო ფართობი 300 მ²
- AP 200 - სამუშაო ფართობი 360 მ²
- AP 300 - სამუშაო ფართობი 440 მ²
- AP 300 S - სამუშაო ფართობი 540 მ²
- AP 500 S - სამუშაო ფართობი 650 მ²
ბალახის საჭრელ აკუმულატორულ მანქანას შესაძლებელია დაუყენდეს შემდეგი სახის აკუმულატორის დამტენები
- AL 101 - AK 10 (70(80%)/95(100%) წუთი) ; AK 20 (135(80%)/180(100%) წუთი) ; AK 30 (160(80%)/205(100%) წუთი) ; AK 30 S (160(80%)/205(100%) წუთი) ; AP 200 (150(80%)/200(100%) წუთი) ; AP 300 (190(80%)/250(100%) წუთი) ; AP 300 S (230(80%)/300(100%) წუთი) ; AP 500 S (280(80%)/355(100%) წუთი).
- AL 301 - AK 10 (25(80%)/40(100%) წუთი) ; AK 20 (30(80%)/50(100%) წუთი) ; AK 30 (35(80%)/60(100%) წუთი) ; AK 30 S (35(80%)/60(100%) წუთი) ; AP 200 (40(80%)/55(100%) წუთი) ; AP 300 (50(80%)/75(100%) წუთი) ; AP 300 S (55(80%)/80(100%) წუთი) ; AP 500 S (70(80%)/90(100%) წუთი).
- AL 301-4 - AK 10 (25(80%)/40(100%) წუთი) ; AK 20 (30(80%)/50(100%) წუთი) ; AK 30 (35(80%)/60(100%) წუთი) ; AK 30 S (35(80%)/60(100%) წუთი) ; AP 200 (40(80%)/55(100%) წუთი) ; AP 300 (50(80%)/75(100%) წუთი) ; AP 300 S (55(80%)/80(100%) წუთი) ; AP 500 S (70(80%)/90(100%) წუთი).
- AL 500 - AK 10 (30(80%)/45(100%) წუთი) ; AK 20 (35(80%)/55(100%) წუთი) ; AK 30 (35(80%)/60(100%) წუთი) ; AK 30 S (35(80%)/60(100%) წუთი) ; AP 200 (30(80%)/45(100%) წუთი) ; AP 300 (25(80%)/35(100%) წუთი) ; AP 300 S (30(80%)/45(100%) წუთი) ; AP 500 S (40(80%)/55(100%) წუთი).
ვიდეო ინსტრუქციები