საგარანტიო პირობები

გარანტია ვრცელდება პროდუქციის ძრავზე

  • შპს ელექტრონი სთავაზობს მომხმარებელს 1 წლიან საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო მომსახურებაზე ზრუნავს ჩვენი ავტორიზებული სერვის ცენტრი.
  • საგარანტიო პერიოდი იანგარიშება პროდუქციის შეძენისას საგარანტიო ფურცელზე მითითებული თარიღიდან.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ფურცელი, რომელიც შეიცავს პროდუქტის გაყიდვის თარიღს, პროდუქტის მოდელსა და შპს ელექტრონის ბეჭედს.
  • ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის პერიოდში ჩვენი სერვის ცენტრი შეაკეთებს აღნიშნულ პროდუქტს თუ ამას ტექნიკური შესაძლებლობა იძლევა. თუ პროდუქტის შეკეთება ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია, ხდება პროდუქტის შეცვლა ახლით.
  • გარანტია არ ვრცელდება პროდუქტის ცვეთად, სათადარიგო ნაწილებზე და ვიზუალურ დაზიანებებზე.

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება თუ:

  • პროდუქტს არ გააჩნია საგარანტიო ფურცელი.
  • საგარანტიო ფურცელს გაუვიდა ვადა.
  • საგარანტიო ფურცელზე არ ემთხვევა პროდუქტის მოდელი, გაყიდვის თარიღი ან ჩვენი კომპანიის ბეჭედი.
  • დაირღვა ექსპლუატაციის პირობები, მათ შორის ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაუთვალისწინებელი ცვეთადი მასალების გამოყენებისას.
  • პროდუქტი არის თვითნებურად შეკეთებული ან დაშლილი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
  • პროდუქტს აქვს დაზიანებები ან დეფექტი, რომელიც გამოწვეულია გარეგანი მექანიკური, თერმული ან ქიმიური დაზიანებებით, დაუდევარი გამოყენებით, სტიქიური შემთხვევებით.
  • პროდუქტი მუშაობდა ძალიან გადატვირთულ რეჟიმში, რამაც გამოიწვია მისი დაზიანება.
  • პროდუქტი არის დამწყები/სამოყვარულო მოდელი და გამოყენებული იყო საწარმოო ან პროფესიონალური დანიშნულებით.

პროდუქციის მოხმარებამდე აუცილებლად გაეცანით მისი სწორი ექსპლუატაციის წესებს. ხშირ შემთხვევაში, დაზიანების ძირითადი მიზეზი ინსტრუქციაში მოცემული წესების გაუთვალისწინებლობით ხდება.

დაბრუნება / გადაცვლა


• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

დაბრუნების პირობები

პროდუქტის დაბრუნებისას მომხმარებელმა უნდა იქონიოს:

• გადახდის ქვითარი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• პროდუქტი წარმოდგენილი პირვანდელი სახითა და შეფუთვით. დაზიანებების გარეშე.

• მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე.

• ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფოლობელობაში გადაცემის მომენტიდან, ამ ვადის გასვლასთან ერთად მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების უფლებას.

• კომპანია ვალდებულია მომხამრებლის მიერ საქონლის უკან დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უკან დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა, დაბრუნებული ნივთის საფასური მომხამრებლებს დაუბრუნდება ანაზღაურების იმ მეთოდით, რომელიც მომხამრებელმა დააფიქსირა.

• მომხამრებელი ვალდებულია კომპანაის დაუბრუნოს საქონელი, ნივთის უკან დაბრუნებაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მომხამრებელი კარგავს საქონლის უკან დაბრუნების უფლებას.

კალათა
ავტორიზაცია

არ გაქვთ ანგარიში?

მოსაძებნად ჩაწერეთ სასრუველი პროდუქტი.
პროდუქცია
0 ნივთი კალათა
ჩემი ანგარიში