მიტანის სერვისზე ზრუნავს საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტის სამუშაო საათები : 

ორშაბათი - პარასკევი | 09:30 - 18:30

შაბათი | 10:00 - 14:00

კვირა დასვენება

 

  • თბილისში შეკვეთის მიტანა ადრესატის მისამართზე ხდება მეორე სამუშაო დღეს. რეგიონებში მესამე სამუშაო დღეს. სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში 3-5 სამუშაო დღეში. როდესაც განახორციელებთ სასურველი პროდუქტის შეკვეთას, ჩვენ პროგრამულად დავარეგისტრირებთ და გადავუგზავნით საკურიერო სერვისს ინფორმაციას მისატანი პროდუქტის შესახებ. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით საქართველოს ფოსტის კურიერს, როდესაც კურიერს გავატანთ თქვენ შეკვეთას ფოსტის სერვისცენტრში მისატანად, მაშინვე დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ. სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ფოსტის რომელ გაცვლით პუნქტში არის ან მიიტანეს ან დატოვა პუნქტი შეკვეთილმა პროდუქციამ მოცემულ დროის მონაკვეთში. სამწუხაროდ კურიერის ზუსტ ადგილმდებარეობას და როდის სად იმყოფება ამაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. საბოლოოდ კურიერი თვითონ დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შეკვეთას.
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში - 09:30 საათიდან - 15:00 საათამდე დამკვეთის მიერ, შემსრულებლისათვის გადაცემული „მისატანი“ გზავნილების ადრესატის მისამართზე ვიზიტი ხდება მეორე სამუშაო დღეს, ხოლო “მოკითხვამდე“ გზავნილების ადრესატის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში განთავსება ხდება იმავე სამუშაო დღეს. 15:00 საათიდან - 19:30 საათამდე გადაცემული გზავნილების შემთხვევაში, სერვისცენტრში განთავსება ხდება მეორე დღეს, ხოლო ადრესატზე ვიზიტი მესამე დღეს.
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტიდან სხვა მუნიციპალიტეტში - 09:30 საათიდან - 19:30 საათამდე დამკვეთის მიერ, შემსრულებლისათვის გადაცემული „მისატანი“ გზავნილების ადრესატის მისამართზე ვიზიტი ხდება მესამე სამუშაო დღეს, ხოლო “მოკითხვამდე“ გზავნილების ადრესატის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში განთავსება ხდება მეორე სამუშაო დღეს, ხოლო სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში 3-5 სამუშაო დღეში.
  • შეკვეთის გაუქმების/ნივთის დაბრუნების შემთხვევაში ადგილზე მიწოდების ღირებულება არ ბრუნდება.
კალათა
ავტორიზაცია

არ გაქვთ ანგარიში?

მოსაძებნად ჩაწერეთ სასრუველი პროდუქტი.
პროდუქცია
0 ნივთი კალათა
ჩემი ანგარიში