მიტანის სერვისზე ზრუნავს საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტის სამუშაო საათები :
ორშაბათი - პარასკევი | 09:30 - 18:30
შაბათი | 10:00 - 14:00
კვირა დასვენება
- როდესაც განახორციელებთ სასურველი პროდუქტის შეკვეთას, ჩვენ პროგრამულად დავარეგისტრირებთ და გადავუგზავნით საკურიერო სერვისს ინფორმაციას მისატანი პროდუქტის შესახებ, შემდეგ შეგატყობინებთ რომ შეკვეთა გაკეთებულია. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით საქართველოს ფოსტის კურიერს, როდესაც კურიერს გამოვატანთ თქვენ შეკვეთას მაშინვე დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ ამის შესახებ. სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ფოსტის რომელ გაცვლით პუნქტში არის ან მიიტანეს ან დატოვა პუნქტი შეკვეთილმა პროდუქციამ მოცემულ დროის მონაკვეთში. სამწუხაროდ კურიერის ზუსტ ადგილმდებარეობას და როდის სად იმყოფება ამაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. საბოლოოდ კურიერი თვითონ დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შეკვეთას.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში - 09:30 საათიდან - 15:00 საათამდე დამკვეთის მიერ, შემსრულებლისათვის გადაცემული „მისატანი“ გზავნილების ადრესატის მისამართზე ვიზიტი, ხოლო “მოკითხვამდე“ გზავნილების ადრესატის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში განთავსება ხორციელდება იმავე სამუშაო დღეს. 15:00 საათიდან - 19:30 საათამდე გადაცემული გზავნილების შემთხვევაში, ვიზიტი და სერვისცენტრში განთავსება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტიდან სხვა მუნიციპალიტეტში - 09:30 საათიდან - 19:30 საათამდე დამკვეთის მიერ, შემსრულებლისათვის გადაცემული „მისატანი“ გზავნილების ადრესატის მისამართზე ვიზიტი, ხოლო “მოკითხვამდე“ გზავნილების ადრესატის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში განთავსება ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში 3-5 სამუშაო დღეში.
- „მოკითხვამდე“ საკურიერო გზავნილი არის რეგისტრირებული გზავნილი, რომელიც ინახება სერვისცენტრში 30 კალენდარული დღე და ამ პერიოდში ადრესატს/მიმღებს აქვს შესაძლებლობა სერვისცენტრიდან გაიტანოს გზავნილი. „მოკითხვამდე“ საკურიერო გზავნილის ტარიფები , „მისატანი“ გზავნილის ღირებულებას მინუს 20 %.
- შეკვეთის გაუქმების/ნივთის დაბრუნების შემთხვევაში ადგილზე მიწოდების ღირებულება არ ბრუნდება.
