კონფიდენციალურობა

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს "ელექტრონი“ სრული პასუხისმგებელია ჩვენი საიტის მომხმარებლისა და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხში. ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით. ჩვენ არ ვყიდით ინფორმაციას თქვენს სახელზე, მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, საკრედიტო ბარათებზე ან ნებისმიერი სხვა პერსონალურ ინფორმაციას.

 

საიტის სტატისტიკა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას გამოვიყენოთ ანონიმურად სტატისტიკური ინფორმაცია ვიზიტორებისა და შეკვეთების რაოდენობაზე.

 

სარჩევი

1. რა პირად ინფორმაციას ვამუშავებთ?

1.1 პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

1.2 ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება

2. როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას?

3. როდის და ვის ვუზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას?

4. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?

5. როგორ ვინარჩუნებთ თქვენს ინფორმაციას უსაფრთხოდ?

6. რა უფლებები გაქვთ?

7. შეგვაქვს თუ არა ცვლილებები ამ წესდებაში?

8. როგორ შეიძლება დაგვიკავშირდეთ წესდებასთან მიმართებით?

 

1. რა პირად ინფორმაციას ვამუშავებთ?

1.1 პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

ჩვენ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით დარეგისტრირებისას, ნივთის შეძენისას ან ჩვენი სხვა მომსახურების გამოყენებისას.

 

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

პირადი ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, დამოკიდებულია ჩვენთან და მომსახურებებთან თქვენი ურთიერთქმედების კონტექსტზე, თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანზე, თქვენ მიერ გამოყენებულ პროდუქტებსა და ფუნქციებზე.

ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • მომხმარებლის სახელს
  • ტელეფონის ნომერს
  • მისამართს
  • პირადობის ნომერს
  • კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს
  • სადებეტო/საკრედიტო ბარათის ნომრებს

 

გადახდის მონაცემები

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ მონაცემები, რომლებიც აუცილებელია თქვენი გადახდის დასამუშავებლად. გადახდის ყველა მონაცემს ინახავს საქართველოს ბანკი. მათი უსაფრთხოების პოლიტიკის წესდების ნახვა შეგიძლიათ აქ: https://bankofgeorgia.ge/ka/security-center

პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით, უნდა იყოს ჭეშმარიტი, სრული და ზუსტი.

 

1.2 ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება

ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ან იყენებთ ჩვენს მომსახურებებს. ეს ინფორმაცია არ ავლენს თქვენს კონკრეტულ პირადობას (როგორიცაა თქვენი სახელი ან საკონტაქტო ინფორმაცია), მაგრამ შეიძლება შეიცავდეს მოწყობილობისა და გამოყენების ინფორმაციას, როგორებიცაა: თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის და მოწყობილობის მახასიათებლები, ოპერაციული სისტემა, ენის პრეფერენციები, მოწყობილობის სახელი, ქვეყანა, მდებარეობა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის იყენებთ ჩვენს მომსახურებებს და სხვა ტექნიკური მონაცემები. ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, საჭიროა ჩვენი მომსახურებების უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობისთვის, ასევე ჩვენი შიდა ანალიტიკისთვის.

ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაში არის:

  • შესვლისა და გამოყენების მონაცემები. შესვლისა და გამოყენების მონაცემები არის სერვისთან დაკავშირებული, დიაგნოსტიკური, გამოყენებისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი მომსახურებები ავტომატურად აგროვებენ, როდესაც თქვენ იყენებთ მათ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ურთიერთობთ ჩვენთან, შესვლის ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს თქვენს IP მისამართს, მოწყობილობის ინფორმაციას (როგორებიცაა: სისტემის აქტივობა, შეცდომის შესახებ ანგარიშები და სისტემის პარამეტრები), ბრაუზერის ტიპს, პარამეტრებს, ინფორმაციას თქვენი აქტივობის შესახებ მომსახურებებში (როგორებიცაა: თარიღისა და დროის შესახებ ჩანაწერები, ძიებები და სხვა მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებთ აპლიკაციაში).
  • მოწყობილობის მონაცემები. ჩვენ ვაგროვებთ მოწყობილობის მონაცემებს, როგორებიცაა ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის, ტელეფონის, პლანშეტის ან სხვა მოწყობილობის შესახებ, რომელსაც იყენებთ მომსახურებაზე წვდომისთვის. გამოყენებული მოწყობილობიდან გამომდინარე, ამ მოწყობილობის მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ისეთინფორმაციას, როგორებიცაა თქვენი IP მისამართი (ან პროქსი სერვერი), მოწყობილობისა და აპლიკაციის საიდენტიფიკაციო ნომრები, მდებარეობა, ბრაუზერის ტიპი, აპარატურის მოდელი, ინტერნეტსერვისის პროვაიდერი ან/და მობილური ოპერატორი, ოპერაციული სისტემა და სისტემის კონფიგურაციის ინფორმაცია.
  • მდებარეობის მონაცემები. ჩვენ ვაგროვებთ მდებარეობის მონაცემებს, როგორიცაა ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის მდებარეობის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპსა და პარამეტრებზე, რომელსაც იყენებთ მომსახურებებზე წვდომისთვის. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ GPS და სხვა ტექნოლოგიები გეოლოკაციის მონაცემების შესაგროვებლად, რომელიც გვიჩვენებს თქვენს ამჟამინდელ მდებარეობას (თქვენი IP მისამართიდან გამომდინარე). თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ინფორმაციის მოწოდებაზე: ჩვენზე უარის თქმის გზით, ან თქვენს მოწყობილობაზე მდებარეობის პარამეტრის გამორთვით.

 

2. როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას?

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას იმისდა მიხედვით, თუ რომელ მომსახურებას იყენებთ:

  • ანგარიშის შექმნისა და ავტორიზაციის გასაადვილებლად და მომხმარებლის ანგარიშების სხვაგვარად მართვისთვის, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, რათა მარტივად შექმნათ და შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში.
  • მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება რომ შევძლოთ, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ინფორმაცია, რათა მოგაწოდოთ მოთხოვნილი მომსახურება.
  • მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხების გასაცემად და თქვენი პრობლემების ეფექტურად აღმოსაფხვრელად ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ინფორმაცია.
  • ადმინისტრაციული ინფორმაციის გამოსაგზავნად ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ინფორმაცია, რათა გამოგიგზავნოთ დეტალური მონაცემები ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, ჩვენი პირობებისა და წესების ცვლილებები და სხვა მსგავსი ინფორმაცია.
  • გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს მომსახურებებს, რათა გავაუმჯობესოთ ისინი.
  • ჩვენი კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ინფორმაცია, რათა ვუპასუხოთ იურიდიულ მოთხოვნებს, განვახორციელოთ და დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები.

 

3. როდის და ვის ვუზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი მონაცემები მესამე მხარეს: სერვისის პროვაიდერებს, კონტრაქტორებს ან აგენტებს (შემდეგში —„მესამე მხარეები“), რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ჩვენთვის ან ჩვენი სახელით და მოითხოვენ წვდომას ასეთ ინფორმაციაზე ამ სამუშაოს შესასრულებლად.

მესამე მხარის კატეგორიები, რომლებსაც შეიძლება გავუზიაროთ პირადი ინფორმაცია, შემდეგია:

  • ციფრულ მონაცემთა ბაზები
  • მონაცემთა ანალიტიკის სერვისები
  • მონაცემთა შენახვის სერვისის პროვაიდერები
  • საფინანსო და საბუღალტრო ინსტრუმენტები
  • სახელმწიფო სუბიექტები
  • გადახდების დამამუშავებელი
  • შესრულების მონიტორინგის ინსტრუმენტები
  • პროდუქტის საინჟინრო და დიზაინის ინსტრუმენტები
  • ტესტირების ინსტრუმენტები
  • ვებჰოსტინგის სერვისის პროვაიდერები

 

4. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?

ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას მხოლოდ მანამ, სანამ ეს აუცილებელია ამ წესდებაში მითითებული მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა არ არის მოთხოვნილი ან ნებადართული კანონით (როგორებიცაა საგადასახადო, ბუღალტრული ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნები).

როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს საჭიროება თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებისა, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას.

 

5. როგორ ვინარჩუნებთ თქვენს ინფორმაციას უსაფრთხოდ?

ჩვენ განვახორციელეთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების სამუშაოები და მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომლებიც შექმნილია ჩვენ მიერ დამუშავებული ნებისმიერი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინფორმაციის შენახვის ვერცერთი ტექნოლოგია ვერ იქნება ასპროცენტიანი გარანტი უსაფრთხოებისა, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ჰაკერები, კიბერკრიმინალები ან სხვა არაავტორიზებული მესამე მხარეები ვერ შეძლებენ დაამარცხონ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და შეაგროვონ ან მოიპარონ თქვენი ინფორმაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია, მისი გადაცემა და დაბრუნება ჩვენ მომსახურებებს შორის ხორციელდება თქვენი რისკის ქვეშ.

 

6. რა უფლებები გაქვთ?

თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება

თუ ჩვენ ვეყრდნობით თქვენს თანხმობას თქვენივე პირადი ინფორმაციის დასამუშავებლად, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული ან/და ნაგულისხმევი თანხმობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა. ამისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ იმოქმედებს ინფორმაციის დამუშავების კანონიერებაზე მის გაუქმებამდე და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას.

ეს ასევე არ იმოქმედებს თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე, რომელიც მუშავდება სხვა კანონიერ საფუძველზე, გარდა თქვენი თანხმობისა.

თქვენი ანგარიშის შეწყვეტის მოთხოვნით, ჩვენ გავაუქმებთ ან წავშლით თქვენს ანგარიშს და ინფორმაციას ჩვენი აქტიური მონაცემთა ბაზებიდან. თუმცა ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ გარკვეული ინფორმაცია ჩვენს ფაილებში თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, პრობლემების აღმოსაფხვრელად, ჩვენი სამართლებრივი პირობების აღსასრულებლად ან/და მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად.

 

7. შეგვაქვს თუ არა ცვლილებები ამ წესდებაში?

ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს წესდება. განახლებული ვერსია იქნება მითითებული თარიღით და ის ამოქმედდება, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. თუ ჩვენ შევიტანთ არსებით ცვლილებებს ამ კონფიდენციალურობის შესახებ წესდებაში, ჩვენ შეიძლება შეგატყობინოთ ცვლილებების შესახებ უშუალოდ წესდების გამოგზავნით.

ჩვენ მოგიწოდებთ, ხშირად გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესდებას, რათა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პირად მონაცემებს.

 

8. როგორ შეიძლება დაგვიკავშირდეთ წესდებასთან მიმართებით?

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარები ამ წესდებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ:

contact@electrontools.ge

511 10 11 21

კალათა
ავტორიზაცია

არ გაქვთ ანგარიში?

მოსაძებნად ჩაწერეთ სასრუველი პროდუქტი.
პროდუქცია
0 ნივთი კალათა
ჩემი ანგარიში