საგარანტიო პირობები
გარანტია ვრცელდება პროდუქციის ძრავზე
- შპს ელექტრონი სთავაზობს მომხმარებელს 1 წლიან საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო მომსახურებაზე ზრუნავს ჩვენი ავტორიზებული სერვის ცენტრი.
- საგარანტიო პერიოდი იანგარიშება პროდუქციის შეძენისას საგარანტიო ფურცელზე მითითებული თარიღიდან.
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ფურცელი, რომელიც შეიცავს პროდუქტის გაყიდვის თარიღს, პროდუქტის მოდელსა და შპს ელექტრონის ბეჭედს.
- ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის პერიოდში ჩვენი სერვის ცენტრი შეაკეთებს აღნიშნულ პროდუქტს თუ ამას ტექნიკური შესაძლებლობა იძლევა. თუ პროდუქტის შეკეთება ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია, ხდება პროდუქტის შეცვლა ახლით.
- გარანტია არ ვრცელდება პროდუქტის ცვეთად, სათადარიგო ნაწილებზე და ვიზუალურ დაზიანებებზე.
საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება თუ:
- პროდუქტს არ გააჩნია საგარანტიო ფურცელი.
- საგარანტიო ფურცელს გაუვიდა ვადა.
- საგარანტიო ფურცელზე არ ემთხვევა პროდუქტის მოდელი, გაყიდვის თარიღი ან ჩვენი კომპანიის ბეჭედი.
- დაირღვა ექსპლუატაციის პირობები, მათ შორის ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაუთვალისწინებელი ცვეთადი მასალების გამოყენებისას.
- პროდუქტი არის თვითნებურად შეკეთებული ან დაშლილი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
- პროდუქტს აქვს დაზიანებები ან დეფექტი, რომელიც გამოწვეულია გარეგანი მექანიკური, თერმული ან ქიმიური დაზიანებებით, დაუდევარი გამოყენებით, სტიქიური შემთხვევებით.
- პროდუქტი მუშაობდა ძალიან გადატვირთულ რეჟიმში, რამაც გამოიწვია მისი დაზიანება.
- პროდუქტი არის დამწყები/სამოყვარულო მოდელი და გამოყენებული იყო საწარმოო ან პროფესიონალური დანიშნულებით.
პროდუქციის მოხმარებამდე აუცილებლად გაეცანით მისი სწორი ექსპლუატაციის წესებს. ხშირ შემთხვევაში, დაზიანების ძირითადი მიზეზი ინსტრუქციაში მოცემული წესების გაუთვალისწინებლობით ხდება.